LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: მზად ვართ, კონსილიუმის ექიმების რეკომენდაციები გავითვალისწინოთ

59
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უწყება მზად არის, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

თამარ გაბუნიას თქმით, მზად არიან, მაქსიმალურად მოხდეს ექსპერტების მობილიზება, რათა მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს:

“ჯანდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში ჩართულია იმ გზით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული აექსპერტები კონსილიუმში მონაწილეობისთვის. კონსილიუმი რეგულარულად აფასებს მის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სპეციალისტების მითითების საფუძველზე.

მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს ჯანმრთელობის კუთხით იკვეთება, ეს ბუნებრივია, შიმშილობასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებებია. მზად ვართ, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომელსაც გასცემენ კონსილიუმის ექიმები და მაქსიმალურად მოხდეს ექსპერტების მობილიზება იმისთვის, რომ მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს.” – აცხადებს გაბუნია.

სააკაშვილის ადვოკატი: თუ იუსტიციის სამინისტრო კონსილიუმის რეკომენდაციებს არ ენდობა, მაშინ საერთოდ რისთვის უნდოდათ ეს კონსილიუმი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები