LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის

153
თამარ გაბუნია

“საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ახლა საჭიროა იმ ჯგუფთან მუშაობა, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს:

“ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული და პოზიტიური მესიჯები, რომელიც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის კიდევ მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არის.

მექანიზმს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ინფორმირების სახით ბაზისური და სტანდარტული მიდგომები. გარდა ამისა, ფინანსური სტიმული, რომელიც მუშაობს. ყველა მხრიდან საჭიროა მეტად თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს.

საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის. ზოგადად, ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს. ჯგუფი, რომელიც არცერთ შემთხვევაში ვაქცინაციის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ არის დიდი, რაც ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელია. ჩვენ დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს.” – განაცხადა გაბუნიამ.

დღესვე, თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ 200-ლარიანი ფინანსური წახალისება გარკვეული სტიმული აღმოჩნდა და 60 წელს ზემოთ ჯგუფში ვაქცინირებულების რიცხვმა მოიმატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები