53 წლის ბრედ პიტი აქტიურად მონაწილეობს ახალ ფილმებში. 30 მარტს ქსელში მისი მონაწილეობით ახალი ფილმის – „ომის მანქანის“ ტრეილერი გამოვიდა. კომპანია Netflix-ის პროექტში პიტი ჭაღარა ამერიკელ გენერალს განასახიერებს.
ფილმის რეჟისორი და სცენარისტი დევიდ მიშოა, ბრედს კი პარტნიორობას ტილდა სუიტონი, უილ პოულტერი, ბენ კინგსლი და სხვა ვარსკვლავები უწევენ.