LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჩეჩილაძე: ცხოვრებაში ჰალსტუხი არ მკეთებია და პოლიტიკაში ჩავერთო?

144
გია-გაჩეჩილაძე-უცნობი

“ქართული ოცნების” ყოფილმა მხარდამჭერმა, დავით მაღრაძემ ფილარმონიაში მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” პრეზენტაცია გამართა. მაღრაძემ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ქვეყანაში ახალ სამართალს გვთავაზობენ და მოძრაობის განზრახვაა “ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან”.

საზოგადოებრივი მოძრაობის შეკრებას დაესწრო მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი”. როგორც მან შეკრების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღეს გაცოცხლდა „დაიცავი საქართველო“ და მოძრაობა აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა: „მე მეკითხებით ამას? ცხოვრებაში ჰალსტუხი არ მკეთებია და პოლიტიკაში ჩავერთო? არა.“

მისივე თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, რადგან ეს მისთვის მხოლოდ პოლიტიკა არ არის მარტო, ეს არის საქართველოს ხვალინდელი დღე, არის ღირსებისთვის ბრძოლა და არა პოლიტიკაში მოსვლის გამო ბრძოლა.

„თუ „დაიცავი საქართველო“ ოპოზიცია იქნება, ესეც ჩვეულებრივი პროცესია დათო მაღრაძეზე და იმ ახალგაზრდებზე, ვინც აქ გამოდიოდნენ, მაგათზე კარგი ოპოზიცია ვინ უნდა ინატროს. თავად ამბობდნენ „ქართული ოცნების“ მამამთავრები, ნეტა საქართველოს მისცეს ოპოზიცია ისეთიო, რომ „ნაციონალები“ არ იყვნენ მარტოო და აჰა ბატონო – ბურთი და მოედანი. იყოს ოპოზიცია. თუ ბრძოლას დავარქმევთ, კი ბატონო, მაგრამ მე ბრძოლას არ დავარქმევდი ამას, უბრალოდ ამ სიტუაციას დავარქმევდი იმას, რომ გაჩნდა რაღაც ახალი ძალა იმისთვის, რომ პრეტენზია ჰქონდეს ოპოზიციაში ყოფნის დღეს და ხვალ შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლისაც“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებიან შეხვედრას გოგა ხაინდრავა და ლევან გაჩეჩილაძე და არის თუ არა განხეთქილება, გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ სხვის მაგივრად ვერ ისაუბრებს.

„მათ მაგივრად ვერ გიპასუხებთ, მე არ მაქვს ინფორმაცია. საუბარი არ მქონია“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები