LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჩეჩილაძე:”მირეკავს ჟურნალისტი, რომელიც ერთი თვეა რაიონიდან ჩამოვიდა და მიკროფონი უჭირავს”

89

გია გაჩეჩილაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ მას და ლევან გაჩეჩილაძეს არანაირი პოლიტიკური ინტერესი „მაესტროსთან“ დაკავშირებით არ გააჩნიათ და მხოლოდ სურთ, კომპანია გაკოტრებისგან იხსნან. მისი თქმით, სურთ ისეთი ტელევიზიის გაკეთება, რომლის საშუალებითაც ტელეშანტაჟი აღარ გაგრძელდება.

„დღეს ჟურნალისტი მირეკავს, ვეუბნები – ხომ გავაკეთე განცხადება, ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ, ვერაფერს ვეღარ ვილაპარაკებ. თან ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ჟურნალისტურ სფეროში, პირდაპირ არის, შეიძლება, ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი, არ შეიძლება ასე!

აქუბარდია რომ იძახის იქიდან, ყველაფერი ვიცი, თბილისში რა დაიმალებაო, უნდა დაასაბუთო, თუ არადა, ეს ყველაფერი არის ტყუილი” – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ 2030-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები