38 წლის პოპ-ვარსკლვლავის, ბიონსესა და 60 წლის ჯეი-ზის ქალიშვილი, ბლუ აივი საზოგადოების ყურადღების ცენტრში დაბადებიდანვე მოექცა. აღსანიშნავია, რომ გოგონას მშობლების ნიჭი გამოჰყვა, ის საოცად სცენიურია, მღერის და მშვენივრად ცეკვავს. ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილის მუსიკალური დებიუტი ჯეი ზის 2017 წლის ალბომში შესული ტრეკით, Blue’s Freestyle შედგა, რომელშიც ის მამასთან ერთად მღერის. გასული წლის ბოლოს გოგონამ პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო.
რაც შეეხება ბლუ აივის გარეგნობას, თუკი ფიქრობთ, რომ ბიონსესა და ჯეი-ზის უფროსი ქალიშვილი მამის ასლია, ცდებით. სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ფოტოკოლაჟი გავრცელდა, ერთ ფოტოში ბიონსე და ბლუ აივია, ხოლო მეორეში მომღერლის დედა, ტინა ნოულზი და პატარა ბიონსე. აღმოჩნდა, რომ ბიონსე და ბლუ აივი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. ფოტომ საზოგადოეაბაში დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.
„გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს“, „მეგონა ბლუ, ჯეი-ზის ჰგავდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი“, – წერენ კომენტარებში.