37 წლის არტისტმა, ჯესი ჯეიმ კიბოს დიაგნოზის შემდეგ, მკერდის ოპერაცია გაიკეთა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ძალიან ემოციური პოსტით მომღერალმა საავადმყოფოში გადაღებული კადრები გაგვიზიარა.
ფოტოებსა და ვიდეოებში კარგად ჩანს ნახვევები მკერდზე და ოპერაციის შემდეგ მოწყობილი პალატა. მასთან ერთად გახლდათ საყვარელი მამაკაცი, ჩანან საფირ კოლმანი და მათი ვაჟი, სქაი.
„ეს პოსტი მოიცავს ბოლო 48 საათის განმავლობაში გულწრფელ აღმასვლებს და ემოციურ ჩავარდნებს. გაჩვენებთ როგორც კარგ, ისე რთულ მომენტებს. უკიდურესად მადლიერი ვარ ჩემი ექიმის, ქირურგისა და ყველა იმ მედდის, ვინც ჩემზე იზრუნა. მადლობა ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, ვინც მომინახულეს. ახლა სახლში ვარ, ვისვენებ და შედეგებს ველოდები.
ჩანანი ექთნის ფორმაში… არა, არ არის, მაგრამ სასაცილოა ამის წარმოდგენა. ყველას, ვინც ახლა რაიმე რთულ პერიოდს გადიხართ, გეხუტებით და გეფერებით. ჩვენ ამას ერთად გავუმკლავდებით“, – წერს ჯეი ჯეი.
,,ეს ჩემი უკანასკნელი შოუა, რის შემდეგაც კიბოსთან ბრძოლას დავიწყებ”, – ამ სიტყვებით მიმართა მომღერალმა რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას.
ცნობისთვის, ჯესი ჯეის მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოზი, თვის დასაწყისში დაუსვეს. მომღერალმა ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა.