“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა თბილისის საკრებულოში გუშინ გამართულ სხდომას ეხმიანება და აცხადებს, რომ “დედაქალაქის საკრებულოში საკმაოდ უსუსური ოპოზიცია შევიდა”.
“საკრებულოს ოპოზიცია გაცილებით სუსტია, ვიდრე ჩემს დროს იყო – მაშინ მთავარი წამყვანი იქ მასხარა იყო. კალაძე ჯერ კორუფციაში დაადანაშაულეს და შემდეგ, როცა კალაძემ კონკრეტული შემთხვევის დასახელება მოითხოვა, ოპოზიციის პასუხი იყო, რომ ეს იყო არა მისი შეურაცხყოფა, არამედ სამართლებრივ-პოლიტიკური ტერმინი. ამას ვერ გაცდა. დედაქალაქის საკრებულოში საკმაოდ უსუსური ოპოზიცია შევიდა. ჩვენს გუნდს ვუსურვებ, გაამართლონ იმედები, რაც მათ არჩევნებზე მხარდაჭერით გამოუცხადეს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, გუშინ საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, პარალელურად, გაიმართა აქციაც.