„გაცნობის დღიდან არ გასულა ერთი დღეც კი, რომ მას ჩემს მიმართ ყურადღება მოეკლო“ – მარიამ ელიეშვილი საქმროზე 

13797
mariam mza

მომღერალი მარიამ ელიეშვილი შეყვარებულია. მისი საქმრო ბიზნესმენია და ცხოვრობს ამერიკაში.

თავის რჩეულზე ის გადაცემა „პოსტ ალიონში“ საუბრობს.

როგორც მარიამი ამბობს მისი საქმრო ამერიკაში ცხოვრობს და თავადაც აშშ-ში აპირებს კარიერის გაგრძელებას.

მარიამ ელიეშვილი დაინიშნა: „ამერიკაში ცხოვრობს და ჩემი კარიერიაც, ალბათ, სამომავლოდ, ამერიკაში გაგრძელდება…“

„ჩემი მეუღლე არის გიორგი მჭედლიშვილი, ძალიან წარმატებული ადამიანი. ცხოვრობს ფილადელფიაში.

ის დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და თავისთან ახლოს აორგანიზებს ბევრ ქართულ ღონისძიებას.

ერთმანეთი გავიცანით საერთო სამეგობროში, საქართველოში, შემდეგ სოციალური ქსელით გავაგრძელეთ ურთიერთობა..

ძალიან რომანტიკული ადამიანია, ყურადღებიანი.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღება, მისგან ამას ყოველთვის ვგრძნობდი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად.

გაცნობის დღიდან არ გასულა ერთი დღეც კი, რომ მას ჩემს მიმართ ყურადღება მოეკლო,“- ამბობს მომღერალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები