მანანა ბერიკაშვილის ქალიშვილი, ანო მაისურაძე მეუღლეს, მსახიობსა და ტელეწამყვანს, ნიკო ნანიტაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და 10 წლის წინანდელ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
„დაბადების დღის ცოტა ნაადრევი მილოცვა:
ამ ფოტოს გადაღებიდან 10 წელი გავიდა!
მადლიერი ვარ ამ ბედნიერი 10 წლისთვის და მადლიერი ვარ, იმ ბედნიერი ათწლეულებისთვის, რომელიც წინ გველოდება
გაცნობის პირველივე წუთიდან უსიტყვოდ გენდობი და მადლიერი ვარ, ამ სუპერძალას რომ მიზიარებ.
მადლიერი ვარ, საკუთარი თავის ის ვერსია რომ აღმომაჩენინე, რომლის აღმოჩენაც უშენოდ ძალიან გამიჭირდებოდა, თუკი შევძლებდი.
ადამიანობის საუკეთესო მაგალითი ხარ ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის.
მიყვარხარ სულ..“