LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ავტორ-შემსრულებელი დავით არჩვაძე ესტუმრა

6

Ardaidardo.Ge
გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ ავტორ-შემსრულებელი დავით არჩვაძე ესტუმრა. მუსიკოსმა მსმენელს ორი ახალი სიმღერა წარუდგინა. ერთ-ერთს დეკანოზი თავმას ჩოხელი ასრულებს. სიმღერა აფხაზეთზეა. მომღერალი გეგმავს, რომ სიმღერის საკუთარი ვერსიაც ჩაწეროს. რაც შეეხება მეორე სიმღერას, მას თავად დათო არჩვაძე მღერის – საუბარია ოთარ რამიშვილის სიმღერაზე „ღამე დავეხეტები“.

ლაშა, მე ვიცი რატომ გტკივა გული, ჩემთვის კარგი გინდა და იმიტომ გტკივა. გინდა რომ გამოვსწორდე. ღმერთის მადლით კარგად ვარ, აქ რომ ვარ, განსაკუთრებით მაგარ ხასიათზე ვარ. შენ ხარ ზეაღმატებულ ხასიათზე და სხვანაირად არ შეიძლება. „არ დაიდარდო“ კი ისეთი სიტყვებია, რომ გაიძულებს, არ დაიდარდო.

მას შემდეგ რაც „მონატრებიხარ ფიქრებს“ მოვისმინეთ, მსმენელი ძალიან გაათამამე…

ეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭია მხოლოდ და მხოლოდ. დანარჩენი არის ცხოვრებისეული გამოცდილება. მე ხმამაღლა ვაღიარებ, რომ არ მაქვს მუსიკალური განათლება. რაც აქამდე მიკეთებია, ეს მხოლოდ გამოცდილების ხარჯზეა და არა განათლებით. პროფესიით ვარ კინომეჯერი და კინოში გამოცდილება მხოლოდ ახლახანს მქონდა, ფილმისთვის „ექვთიმე ღვთისკაცი“ მუსიკა შევქმენი. არც კი მჯერა დღემდე, რომ ამ ფილმისთვის ვიმუშავე.

დღეს ორი სიმღერის პრემიერა გვექნება…თუმცა მანამდე ცოცხლად გვიმღერებ…

ძალიან მიჭირს პლიუს ფონოგრამაზე სიმღერა, როდესაც ჩანაწერია ჩართული, ემოციურად ვარ ნული. ყოველთვის მირჩევნია ვიმღერო ცოცხლად, რამდენი სიმღერის შესრულებაც არ უნდა მომიხდეს. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სიმღერა მოგიტანეთ. ერთი მათგანი აფხაზეთზეა, ჩვენს ტკივილზე. თითქოს ცოტათი მინელდა ამ თემაზე საუბარი… მაქვს რამდენიმე სიმღერა აფხაზეთზე და ყველა შემთხვევაში, ლექსმა მუხტი იმიტომ მოიტანა, რომ დიდი იმედი და პოზიტივი მოდის. ყველა სიმღერიდან ულამაზესი სევდა მოდის რომელიც სავსეა იმედით, რომ არაფერია დაკარგული და ჩვენ ისევ გავმთლიანდებით. სიმღერას მამა თავმასი ასრულებს, ის ძალიან ღელავდა სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ამღერდებოდა. თავისი გულიდან ამოხეთქილი ლექსი ააჟღერა და ვიცი, რომ მსმენელი ამ ემოციას სწორად დაინახავს. მარიკა ქაცარავას დიდი მადლობა არანჟირებისთვის. „აფხაზეთის მონატრება“ – ასე ქვია სიმღერას. მე პირადად ამ სიმღერას დიმა ჯაიანის ხსოვნას ვუძღვნი, მეც ჩავწერ აუცილებლად ჩემს ვერსიას. ყველა ჩვენი შეხვედრა აფხაზეთის თემით იწყებოდა და მთავრდებოდა. ის სასწაული ადამიანი იყო. სხვათაშორის, აფხაზეთში არცერთი არ ვართ ნამყოფები და წარმოსახვითი შეგრძნებებით დავწერეთ მე და მამაომ ეს სიმღერა.

ვიცი ,რომ ახალ თაობას უდგახარ სათავეში…

„ქართულ ხმებს“ გვქონდა პროექტი, სადაც ქართული სიმღერა ისწავლებოდა. ჩვენ თვითონ თემურ ქევხიშვილის გაზრდილები ვართ. უკვე დიდი ხანია ბავშვებს ვასწავლი. როდესაც ახალ თაობაზე ჩამოვარდება ხოლმე საუბარი, ყოველთვის ცუდს ამბობენ. მე არ მიყვარს ცუდის თქმა. ვცდილობ, მხოლოდ კარგი მხარე დავინახო. მე ვამბობ, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, თავისი მე და ამბიცია აქვთ. ახალი წევრები მუდმივად მოდიან და ყველანი თავისი სურვილით იღებენ გადაწყვეტილებას.

შენი სიმღერა თურქმა მომღერალმა ჩაწერა, როგორც ვიცი…

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სიმღერა, რომელიც თეონა ქუმსიაშვილს მივუძღვენი „ღმერთი დიდია“ თურქმა მომღერალმა ნურგუზელ ქესტანემ ჩაწერა. ამ გოგონამ აიღო ნებართვა, რომ ემღერა. ნანა ცინცაძე და მეუფე თადეოზი არინ ტექსტის ავტორები. სხვათაშორის, „იუთუბზე“ გადავათვალიერე, უამრავი ვერსია აღმოვაჩინე ამ სიმღერის და გული დამწყდა, რომ არავის არ აქვს ნახსენები სიმღერის ავტორი. მართალია, თეონას სიცოცხლეში, მისთვის შევქმენი, მაგრამ ვფიქრობ, უნდა აიღოს ნებისმიერმა ადამიანმა სიმღერის ავტორისგან ნებართვა.

ოთარ რამიშვილის სიმღერა შენებურად ჩაწერე…

ოთარ რამიშვილის „ღამე დავეხეტები“ მოგიტანეთ ამჯერად. რაც წლები გადის, ბატონი ოთარის გარდაცვალებიდან, დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ის გენიოსია. მესამე სიმღერაა ბატონი ოთარის რაც განვაახლე. ამჯერად საუბარია სიმღერაზე „ღამე დავეხეტები“ , რომლისთვისაც რა თქმა უნდა ხვიჩა მაღლაკელიძემ ჩაწერა გიტარა. ხვიჩა მინდა მოვიკითხო, ის ისეთი ამოუწურავია, სასწაული ადამიანი და მუსიკოსია. თითქმის ყველა ჩემს ჩანაწერში ჟღერს მისი გიტარა. ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა და ვცდილობ პროდუქტიულად მოვიდე.

დათო არჩვაძე – ქალო ქალწულო

AudioDATO ARCHVADZE QALO QALTSULO

დეკანოზი თავმას ჩოხელი – აფხაზეთის მონატრება

AudioDEKANOZI TAVMAS CHOXELI APXAZETIS MONATREBA

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioGvino Duduki. Dato Archvadze

 

დათო არჩვაძე – დილაო ავდრიანაო. Live


დათო არჩვაძე – შენი ხილვა. Live


დათო არჩვაძე. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები