LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი“ – ამ მოთხოვნით მედიის წარმომადგენლები დღეს აქციას გამართავენ

46
გადადგეს ღარიბაშვილი

„გადადგეს პრემიერი ღარიბაშვილი“ – ამ მოთხოვნით მედიის წარმომადგენლები დღეს,18 საათზე პარლემენტის შენობასთან მასშტაბურ აქციას გამართავენ. მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ აქციები არ შეწყდება, მანამ, სანამ ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილე პირები უმკაცრესად არ დაისჯებიან.

შეგახსენებთ, პირველი მასშტაბური აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, ძალადობის მსხვერპლი გახდა, 11 ივლისს გარდაიცვალა. იმავე დღეს მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g