LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადადგნენ თორნიკე და დავით რიჟვაძეები – მსვლელობა ბათუმის ქუჩებში

81
BeFunky-collage

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ.

ისინი ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მოსყიდვის ფაქტის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და  მამა – დავით რიჟვაძე თანამდებობიდან უნდა გადადგნენ.

აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიდეს.

”ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნის წინაშე ბრძოლა, ეს ბრძოლა არის ჩვენი შვილების და ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. ამ ქვეყანაში ხელიუსუფლებამ გვითხრა არა აქვს მნიშვნელობა  არჩევნებზე  მისვლას, რა შედეგიც არ უნდა დადგეს , ”თოფიანი” ხალხის დახმარებით შევცვლით ყველაფერსო. ამის ნათელი მაგალითი იყო ბათუმში რაც გააკეთეს. ამის შემდეგ კი ”ქართული ოცნება” გამოდის და ამბობს, თითქოს ოპოზიცია რადიკალური გვყავსო. ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკის არ გაეგებათ და პატივს  არ სცემენ საკუთარ თანამოქალაქეებს. ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, დარბის დავით რიჟვაძე,  არ ესმით, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც იდეალები უფრო მაღალ ფასად მიაჩნიათ  ვიდრე ფული. ამის ნათელი მაგალითი იყო ნუგზარ ფუტკარაძე. მან ყველას უთხრა, რომ პრინციპებისა და ამომრჩევლისადმი ერთგულება არის ყველაზე ღირებული, ვიდრე ნებისმიერი ვალუტა, ნებისმიერი ოდენობით”,- აცხადებს ქამადაძე.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში აჭარის მთავრობის შენობისკენ მიემართებიან.

 

magti 5g