LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაიღეთ ყველაზე განსხვავებული ფოტოები

115

დღეისათვის მილიონობით სმარტფონისა თუ პლანშეტის ან სხვა ციფრული კამერების მფლობელები  ასევე მილიონობით ფოტოს ტვირთავს ინტერნეტში. რა თქმა უნდა ხშირად ადგილები და შენობების ფოტოები მეორდება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან  ეიფელის კოშკი მხოლოდ ერთია, ხოლო მისი გადაღების სურვილი მილიონებს აქვთ.

გერმანელმა დიზაინერმა ფილიპ შმიდტმა ისეთი სიახლე შემოგვთვაზა, რომლის მეშვეობით ერთნაირი ფოტოების რიცხვი შემცირდება, სიახლე უბრალო ფოტოაპარატს გავს, სინამდვილეში კი 3D პრინტერზე დაბეჭდილი ქეისია, რომელშიც სმარტფონია მოთავსებული. ის აღჭურვილია GPS-ით და როდესაც თქვენ გადაწყვეტთ ღირშესანიშნავი ადგილის გადაღებას, სმარტფონი უკავშირდება ინტერნეტს და მოძებნის ამავე ადგილის ისეთივე რაკურსის ფოტოებს. თუ მსგავსი ფოტო აღმოჩნდება, სმარტფონი მოგცემთ მინიშნებას თუ სად უნდა გადაადგილდეთ განსხვავებული ფოტოს გადასაღებად.

 

12042014_1029489847091425_1916721375_n

12030656_1029489850424758_843924658_n

12026542_1029489857091424_1944683618_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები