LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაინაცვლეს თუ არა ქუჩის ბიჭებმა სხვა ჟანრში და რატომ გადაწყვიტეს ”fun-ოღის” ჩაწერა?

24

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ქუჩის ბიჭები და გელა გნოლიძე ესტუმრნენ. ამჯერად ”არ დაიდარდოს” ჯგუფი არასრული შემადგენლობით ეწვია, მათ გურამ ლომიძე აკლდათ.

 

 

– დავიწყოთ ”ქუჩის ბიჭებით”, რომელიც ისევ შეიკრა ერთად, ბევრი კარგი სიმღერა გაკეთდა თქვენი დაბრუნების შემდეგ…

 

ირაკლი: – დიდი მადლობა მიწვევისთვის, როგორ აქტიურობასაც ველოდით დაბრუნების შემდეგ, ისეთი არ არის, მაგრამ ენთუზიამს არ ვკარგავთ და ვაკეთებთ ჩვენს გამახალისებელ საქმეს.

 

– წინა სტუმრობის დროს საუბარი იყო თქვენს კონცერტზე ბათუმში, როგორ ჩაიარა?

 

პაატა: – პიაცაზე გავაკეთეთ ცოცხალ ბენდთან ერთად ქუჩის ბიჭების კონცერტი. კარგი გამოვიდა, დასწრებაც კარგი იყო. ფილარმონიის შემდეგ ჩვენ ბენდთან ერთად კონცერტი აღარ გვქონია. ორი სამი თვე რეპეტიციები გვქონდა და ეს მუსიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამომავლოდ თუ გავაკეთებთ რაიმე გრანდიოზულს, მხოლოდ და მხოლოდ ისევ ბენდთან ერთად იქნება.

 

– ზურა, ბევრჯერ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ ”ქუჩის ბიჭებს” ამა თუ იმ კონცერტზე არ ეძახდნენ, ახლა რა ხდება?

 

– პირდაპირ გეტყვით, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მოიხსნა ეს ე.წ ტაბუც. არ გვეძლეოდა იმის საშუალება, რომ ჩვენი მუსიკა წარმოგვედგინა, 7-8 წელი საახალწლო კონცერტები და თბილისობა ისე ტარდებოდა, რომ ჯგუფს არ იწვევდნენ. სამწუხაროდ, ზოგადად ნაკლებად ტარდება კონცერტები. ხელისუფლების დღევანდელი პრიორიტეტი არ არის ეს მიმართულება. თუმცა, რაც ტარდება, ყველგან გვიწვევენ. განსაკუთრებით იმატა კორპორატიულმა კონცერტებმა.

 

– როგორ მიიღო თქვენი დაბრუნება მსმენელმა, რა რეაქცია მოყვა ამ ფაქტს?

 

– დაბრუნება შედგა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯგუფი ისევ შეკრებილიყო. ვფიქრობ, კარგად, პოზიტიურად მიგვიღო მსმენელმა. ამას თუნდაც ბათუმში, აგვისტოს თვეში გამართული კონცერტი მოწმობს. მოგეხსენებათ, შემოქმედისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ტელევიზია, რადიო, პრესა. რამდენიმე დღის წინ კახეთში ვიყავით, ან სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან დიდი სიხარულით გვიღებენ. ნაყოფიერი დაბრუნება იყო, ახლა მთავარია მხარდაჭერა.

 

პაატა: – ასი წელიც რომ გავიდეს, მაინც ვუბრუნდებით იმას, რომ ეს არის ჩვენი პირველი საქმე.

 

– გურამ, თქვენსა და გელას თანამშრომლობაზე ვისაუბროთ…

 

გურამ ლომიძე – პირდაპირი ჩართვა ჩიკაგოდან: – მოგესალმებით, ჩვენი და გელას ურთიერთობა დაახლოებით 10 წლის წინ  დაიწყო. ძალიან ბევრი სიმღერა გვაქვს გელა გნოლიძის რეპერტუარში. ჩავატარეთ ტურნე, საკმაოდ წარმატებულად და შევხვდით მონატრებულ მსმენელს.

 

– როდის აპირებ დაბრუნებას?

 

– ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ძალიან დიდი ხნით არ მაქვს დარჩენა გადაწყვეტილი. ჯგუფი ჩამოვა ამერიკაში ალბათ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ქართველი ემიგრაციისთვის გავმართოთ კონცერტები. როგორც კი ეს ინფორმაცია დადასტურდება, მაშინვე შეგატყობინებთ.

 

– გელა, შენი წლევანდელი წელი შევაჯამოთ, რაღაც პასიურობდი წელს…

 

– ძირითადად სტუდიურად ვმუშაობდი, არ ვმუშაობდი ჩემს თავზე, ვაკეთებდი სიმღერებს და არანჟირებებს და შიგა და შიგ ჩემთვისაც ვაკეთებდი სიმღერებს. ერთი პერიოდი, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურად ძალიან დატვირთული იყო, წავედი საქართველოდან. შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ ჩვენ ერთი ოჯახი და ერთი ორგანიზმი ვართ. გარდა თანამშრომლობისა, ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ, ამიტომაც გამოგვდის სიმღერები კარგი, რომ ასეთი ურთიერთობები გვაქვს.

 

– რა გეგმები გაქვთ?

 

– მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკაში გამგზავრებასთნ დაკავშირებით, ნიუ ორკში, ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და ფილადელფიაში იგეგმება ჩვენი ჩასვლა. ზუსტად ის თაობა ცხოვრობს ახლა ამერიკაში, რომელიც ჩვენ გვისმენდა.

 

გელა: – გარდა ამერიკისა, წასვლამდე ახალი სიმღერის გაკეთებას ვგეგმავთ და ვიდერგოლის გადაღება შემდეგ სწორედ შტატებში გვინდა.

 

– ვისაუბროთ იმ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც ახლა ჩვენს ეთერში შედგება…

 

– ტურნეს მიმდინარეობისას, ყოველი კონცერტის შემდეგ იწყებოდა ღვინის ძიება, ხოდა ამ დროს გვეუბნეოდნენ რომ აი, ცოტა ისეთი სიმღერა იმღერეთ, გულს რომ გაეხარდებაო. სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა. ცოტა იუმორი გამოვიყენეთ და ცნობილი ქართული სიმღერები გავაერთიანეთ.

 

ზურა: ტურნეს ერთ-ერთი შესვენების დროს, ირაკლისთან სახლში ვიჯექით და ვარჩევით სიმღერებს. ეს სიმღერა გაკეთდა სეუ სტუდიაში. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. კლიპი კი გადაიღო კიკალამ. მომავალ კვირას კლიპი უკვე გავა ტელევიზიებში. მასში ბევრი მუსიკოსი გვყავს მოწვეული: ნინი ქარსელაძე, ”ბუთქუნა და თამაზი”, მერაბ სეფაშვილი, აჩიკო მეფარიძე და სხვები. ვინც მოუსმინა ამ სიმღერას, ყველას ძალიან მოეწონა. ამ სიმღერას, იმის გამო რომ ბევრი სიმღერის  ერთიანობას წარმოადგენს, დავარქვით ”ფან – ოღი”. განსაკუთრებული აქცენტი კი ”ჩემო თბილის ქალაქოზე” გაკეთდა.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

Audiodamza21

ქუჩის ბიჭები & გელა გნოლიძე – Fun-Oghi

AudioQUCHIS BICHEBI GELA GNOLIDZE – FUN-OGHI (Exclusive).mp3

„ქუჩის ბიჭები“ – ვიდეო კოლაჟი



„ქუჩის ბიჭები“ – მაჭარია (აკაპელა)



ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები