LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადამარჩინა ასეულობით თბილმა კომენტარმა და მონაწერებმა.. თქვენგან ასჯერ უფრო დავალებული ვარ“ – რას წერს ჟურნალისტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანებები მიიყენა

365
ბუბა მზა

ჟურნალისტ, ბუბა ჩივაძეს, რომელმაც ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რამდენიმე დღის წინ, თვითდაზიანებები მიიყენა გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

„მოკლე განმარტება ბუბა ჩივაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.. იმედი გვაქვს, სტაციონარული დახმარება აღარ დასჭირდება“ – რა განცხადებას ავრცელებს კლინიკა, სადაც ჟურნალისტი თვითდაზიანების მიყენების შემდეგ გადაიყვანეს

სოციალურ ქსელში ბუბა ვრცელ პოსტს წერს, სადაც მადლობას უხდის საზოგადოებას და იმ კლინიკის პერსონალს, რომელშიც ოპერაცია ჩაუტარდა.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად: 

„გადამარჩინა ასეულობით თბილმა კომენტარმა და მონაწერებმა.

ვერ გპასუხობთ, რადგან ხელი დაზიანებული მაქვს.

ვინც ბოლო წუთამდე იყავით ჩემი ოჯახის გვერდით, ყველაფერი გადმომცეს. თქვენგან ასჯერ უფრო დავალებული ვარ.

ერთი წუთით არ მივუტოვებივარ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის მთლიან პერსონალს, ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელს ბატონ გია გრძელიძეს (წამოსვლის წინ გადმოცემული კონვერტი იყო დიდი თანადგომის).

თქვენი სამედიცინო დაწესებულება ყოველთვის გვერდით უდგას ჩვენს კოლეგებს, რისთვისაც მადლობას გიხდით.

თითოეული პერსონალი იყო ადამიანობის ნამდვილი სახე, რისთვისაც მათ ყველას სათითაოდ გადავუხდი მადლობას.

ჩამიტარდა გადაუდებელი ოპერაცია, რის გამოც ვერ ვპასუხობ თქვენს მიმოწერებს სწრაფად.

გადამარჩინა ასეულობით თბილმა კომენტარმა და მონაწერებმა. ვერ გპასუხობთ, რადგან ხელი დაზიანებული მაქვს. ვინც ბოლო წუთამდე…

Posted by Sergo Chivadze on ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი, 2023

როგორც კი მოვმჯობინდები ყველას სათითაოდ გადაგიხდით მადლობას,“ – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

„ერთს მაინც გავაკეთებ, გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია“ – ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა

magti 5g