LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადამწყვეტი ის კი არ არის ხალხს ვუყვარვარ თუ არა.. არამედ გადამწყვეტია თავისი შვილის მომავალს მე უფრო მანდობს, თუ ხაბეიშვილს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკაში მიდის 

289
ჩერგო მზა

„ტაბულას“ ვტოვებ და უკვე ფორმალურად ვუერთდები „ევროპულ საქართველოს..“ – თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკაში მიდის, ამ გადაწყვეტილების შესახებ ის „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრობს.

როგორც ირკვევა, ჩერგოლეიშვილი 11 ნოემბერს ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს იმის შესახებ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრი ხდება..

„პრაიმერის ვაკეთებთ და თუ „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველმა მოისურვა, რომ პარლამენტში ვიყო მათი წარმომადგენელი და დავიცვა მათი ინტერესები, მაგ შემთხვევაში ვიბრძოლებ 2024 წლის არჩევნებში,“ – ამბობს ჩერგოლეიშვილი ,,რადიო თავისუფლებასთან.“

„ჩემი მტრების ცხოვრებასაც კი უკეთებოსიკენ შეცვლის, თუ ის გამოვიდა რაც გვინდა.. გადამწყვეტი ის კი არ არის ხალხს მე ვუყვარვარ თუ არა, არამედ ის თავისი შვილის მომავალს მე უფრო მანდობს თუ ხაბეიშვილს – ეს არის გადამწყვეტი,“- ამბობს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე  პარტიის რეორგანიზაციის პროცესზე, ქართულ პოლიტიკურ ველსა და იმ პროგრამაზე, ისაუბრა რომელზეც „ევროპული საქართველო“ მომავალი არჩევნებისთვის მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g