LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადამწყვეტი საკითხია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვა: სალომე სამადაშვილი

65
samad

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა, რომ მათთვის გადამწყვეტი საკითხებია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვა.

“იმ დოკუმენტიდან, რომელიც უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს იყო, ორი პუნქტი მისაღები არ არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. ამიტომ ველოდებით, რა იქნება განახლებული მოლაპარაკებების დოკუმენტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g