LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადამწყვეტია 27 ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებები, ევროპარლამენტარების აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი არ მონაწილეობენ კენჭისყრაში – ნიკოლოზ სამხარაძე

42
nikolozsamxaraZe

გადამწყვეტი არის 27 ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებები და მათი პრემიერ-მინისტრები, ან პრეზიდენტები, რომლებიც იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის ეთერში.

„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარების აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი არ იღებენ მონაწილეობას იმ კენჭისყრაში, რომელიც ევროპულ საბჭოში უნდა გაიმართოს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

სამხარაძემ უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, სტატუსის მინიჭებისთვის ხელის შემშლელი გახდეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რაზეც ოპოზიცია მუდმივად აპელირებს.

„არ მგონია, ამ საკითხებმა პრობლემა შექმნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. შიდა პოლიტიკურ საკითხებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დიდი კავშირი არ აქვს. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები. თუ პოლიტიკოსებზე მიდგა საქმე, ასევე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე, პოროშენკოზე და გავრცელდა ინფორმაცია მოლდოვას ყოფილ პრეზიდენტზე, დოდონზე, რომ დღეს საერთოდ დაკავებული იყო წინასწარი დაკავების პროცედურით. ჩვენ ბევრი საქმე ვიცით ასევე დასავლეთ ევროპაში, როდესაც ყოფილი პოლიტიკოსები დაკავებული იყვნენ“, – განაცხადა სამხარაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლება ასეთი ტიპის საფრთხეების ნეიტრალიზებაზე მუშაობს.

„ჩვენ ვაპირებთ, ვეწვიოთ დედაქალაქებს და ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი, 19 აპრილის შეთანხმებაზე, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე და ა.შ. ჩვენ ყველა ამ კითხვაზე გვაქვს პასუხი“, – განაცხადა სამხარაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g