LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება – ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია“ – სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი

1490
simagle

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, მეზობელ სოფელში ვერტმფრენის ჩართვაა არის საჭირო. მისივე თქმით, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება.

მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია.

„ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს. შეძლებისდაგვარად, სამაშველო სამსახური მუშაობს, ჩვენც ჩართულები ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება.

მოქალაქეები იმ სახლებიდან გამოგვყავს, სადაც არ არის მეორე სართული და პირველი სართული დაბალია. გამოგვყავს მოსახლეობა შეძლებისდაგვარად. ადგილობრივებიც გვეხმარებიან, ნავებით გამოჰყავთ ხალხი.

ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ. წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა გვეშველება.

ვიდეო: „ამ ეზოში გავათევინო ღამე ჩემს 3 წლის ბავშვს? იქნებ გვიშველოთ, ორი დღე კიდე უნდა იწვიმოს“ – მოქალაქე სტიქიის ზონიდან დახმარებას ითხოვს

„გურიაში, სოფელ მამათში დახმარება სჭირდებათ, დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი“ – მოქალაქე სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს

ვერტმფრენის ჩართვა მეორე სოფელში არის საჭირო. ადამიანი, რომელიც სიმაღლეზეა ასული ე.წ. „ვიშკაზე“, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, მდინარის პირას არის, მანქანა წყალმა გასტაცა და ვერტმფრენის ჩართულობის გარეშე ვერ გამოგვყავს. მე როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და ელოდებიან წუთი წუთზე“, – განაცხადა ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა სოფელ სუფსაში დავით გუმბარიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g