LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადარჩენისთვის ტალახიანი წყლის დალევაც მომიხდა” – ოთხ დღიანი ბრძოლა გადარჩენისთვის (ვიდეო)

780

შაკო გველესიანის ცხოვრება 2018 წლის 18 ივნისს რადიკალურად შეიცვალა. 4 დღე მან 8 მეტრის სიღრმის ორმოში გაატარა. ჩავარდნის მომენტიდან გადარჩენისთვის იბრძოდა, შლამიანი მიწიდან ამოსვლას ცდილობდა, ყვიროდა და შველას ითხოვდა, თუმცა მისი არავის ესმოდა.

მაშველებმა შაკოს 4 დღის შემდეგ მიაგნეს და ორმოდან ამოიყვანეს. 2 კვირის განმავლობაში ის რეანიმაციულ განყოფილებაში სხვადსხვა გართულებებით 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, ის სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მარჯვენა ფეხის წვივი დაკარგა.

დღეს შაკო აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. მართავს საკუთარ ბიზნესებს, ვარჯიშობს და ემზადება პარაოლომპიადისთვის. მან  საკუთარი სპორტ-დარბაზი შშმ პირებისთვის სრულიად ადაპტირებული და უფასო გახადა. მისი თქმით, მთავარია რომ არ დანებდე, ცხოვრება გააგრძელო და  “ტვინით იარო”.

mazda magti 5g