ეკონომიკის სტიმულირების, ასევე, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დეკლარაციების შესაბამისად, 9 238 გადასახადის გადამხდელს, კუთვნილი დღგ–ის ზედმეტობის თანხა ავტომატურ რეჟიმში, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე უკვე დაუბრუნდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაბრუნებული თანხის საერთო ოდენობამ 73 მილიონი ლარი შეადგინა.
მთავრობის აღნიშნული ინიციატივით, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება.