გადაუღებელმა წვიმამ ქობულეთსა და მის მიმდებარე სოფლებში პრობლემები შექმნა.
მდინარე აჭყას კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და კომერციული ფართები. რამდენიმე ოჯახი საკუთარი საცხოვრებლიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
სტიქიის გამო ცალკეულ ადგილებში შეზღუდულია ელექტრო ენერგიის მიწოდებაც.