LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაურჩა თუ არა “სითი მოლი” აფეთქებას

257
FORTUNA.GE (1)

თბილისში, ქავთარაძის პირველ ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრი აფეთქებას გადაურჩა. ინფორმაციას ადასტურებენ “თბილისი ენერჯი”-ში. კომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ “სითი მოლი”-ში გამოძახების საფუძველზე მივიდნენ, სადაც სპეციალური აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. დადგინდა, რომ ერთ-ერთ სამზარეულოში ღია დატოვეს გაზქურის 8 სანთურა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზის დაგროვება მოხდა „სითი მოლში“ მდებარე „გუდვილის“ ფილიალში.

“თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა.  ადგილზე დროულად მისული თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
“თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.
შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ სითი მოლის შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა.
სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა” – აცხადებენ “თბილისი ენერჯი”-ში.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მინდინარეობს.

 

ინციდენტთან დაკავშირებით „სითი მოლი“ განცხადებას ავრცელებს:

„სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალოს“ სივრცეში, მუდმივად ხორციელდება ტექნიკური კონტროლი სავაჭრო ცენტრის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლების მიერ. ერთ-ერთი ასეთი საათობრივი შემოწმებისას „სითი მოლი საბურთალოს“ არსებულ ნაწილში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ სივრცეში, შემჩნეულ იქნა გაზის სუნი, რის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაუყოვნებლივ მოხდა სივრცეში ტექნიკური დანადგარების გათიშვა, პარალელურად კი, დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად ობიექტზე გამოძახებულ იქნა შესაბამისი სამსახური. შეტყობინების საფუძველზე, „თბილისი ენერჯის“ მიერ, უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ობიექტს დროებით შეეზღუდა გაზმომარაგება. „სითი მოლი საბურთალოს“ ადმინისტრაციამ მიმართა სს „გუდვილს“, რომელმაც უკვე განახორციელა შიდა მოკვლევა და უკვე დაიწყო ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სითი მოლი საბურთალო“ აცხადებს, რომ აფეთქების საფრთხის წინაშე ცენტრი არ დამდგარა და არ არსებობს მღელვარების საფუძველი.

 

“სითი მოლთან” დაკავშირებით “ფორტუნასთან” განმარტება გააკეთეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და ადგილზე გამოძახებული იყო როგორც სახანძრო-სამაშველო, ასევე საპატრულო პოლიცია. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 240 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, ნავთობის ან გაზის ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები