„გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. ყალბი რეფერენდუმი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ორგანიზებული, არის მიწის დატაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობაა“‚ – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის შემუშავების შესახებ ისაუბრა.
ლაიენის შეფასებით, მობილიზაცია და პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, არის შემდგომი ნაბიჯები ესკალაციის გზაზე.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს და უკრაინის ტერიტორიების რაიმე სახის ანექსიას. გადავწყვიტეთ კრემლს საფასური გადავახდევინოთ შემდგომი ესკალაციისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ლაიენის თქმით, სანქციების მერვე პაკეტის სამიზნე ფიზიკური პირები იქნებიან და ეს პაკეტი უფრო შეზღუდავს ვაჭრობას. სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსული პროდუქციის იმპორტის ახალ აკრძალვას.
„ეს სანქციები შეზღუდავს რუსული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე მოხვედრას და რუსეთს დამატებით 7 მილიარდი ევროს შემოსავალს წაართმევს.“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაეიენმა.