ხელების ჰიგიენის კუთხით ადამიანთა ცნობიერების ასამაღლებლად 2008 წლიდან ყოველწლიურად, 5 მაისს ხელების დაბანის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის შემდეგია – დაიბანეთ ხელები ჭამამდე, ასევე საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ.
დღეს კი ეს განსაკუთრებულად აქტუალური გახდა. კორონავირუსულმა პანდემიამ პირადი ჰიგიენის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახადა. ამ რთულ ვითარებაში, ვირუსით დაინფიცირების პრევენციისთვის ხელების ხშირად დაბანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაციაა. ამ მარტივი პროცედურით დღეს ჩვენი და გარშემომყოფების სიცოხლის გადარჩენაც კი შეგვიძლია.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაუბანელი ხელები შესაძლოა არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვადასხვა, მათ შორის მომაკvდინებელი დაავადების გავრცელების მიზეზი გახდეს.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ საპნით ხელების დაბანა პნევმონიის, ასევე სხვა რესპირატoრული დაავადების გადადების შანსს 25%-ზე უფრო მეტით ამცირებს, 50%-ზე უფრო მეტით ამცირებს დიარეის, ასევე სხვა ნაწლავური დაავადების გაჩენის შანსს.