LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გადავწყვიტე მთელი ზაფხული საკუთარ თავს მივუძღვნა და ახალი სიმღერები ჩავწერო” – კახა კუხიანიძე პრემიერით „არტ-FM“

16
kaxakuxianidzeartfmsh

14 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი კახა კუხიანიძე სტუმრობდა სიმღერის „არ გეტყვი ვინ ვარ“ პრემიერით.

– კახა, ვის ეკუთვნის სიმღერა „არ გეტყვი ვინ ვარ“?

– სიმღერის შექმნაზე ჩემმა ძმამ გიგა კუხიანიძემ და ნანა ცინცაძემ იზრუნეს, არანჟირებაზე კი, ბორიკო შხიანმა იმუშავა. ამასთანავე, მალე კიდევ ორი სიმღერის ჩაწერას ვგეგმავ, რომელთა პრემიერა სავარაუდოდ ზაფხულში შედგება.

– არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ ძმასთან. ხშირად ეკითხებით რჩევას?

– ადრე ხშირად ვერეოდით ერთმანეთის ცხოვრებაში, თუმცა ახლა ნაკლებად. გავიზარდეთ და დამოუკიდებლად გვირჩევნია გადაწყვეტილების მიღება.

– რამდენად მძიმე აღმოჩნდა თვითიზოლაცია და როგორ ატარებთ ცხელ ზაფხულს?

– ბევრისგან განსხვავებით, მე კარგი დრო გავატარე. ბევრი ვიხალისე და ვიმხიარულე. ახლა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე მთელი ზაფხული საკუთარ თავს მივუძღვნა. ახალი სიმღერები ჩავწერო, სექტემბერში კი, მსმენელს შევთავაზო საკუთარი ნამუშევრები.

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები