LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტე საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთი გავათამაშო.. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ბაბის ჩაურიცხეთ თანხა, მას ჩვენი დახმარება სჭირდება“ – რა მიმართვას ავრცელებს მოქალაქე

187
ფორტუნა (1)

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუკში მიმართვას ავრელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს – ციცი კოშაძე წერს პატარა ბაბის შესახებ, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონეა, გაუსაძლის ტკივილებს ებრძვის და აუცილებელია მისი სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

როგორც ციცი კოშაძე აცხადებს, ის 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრებ ბილეთს გაათამაშებს, ბილეთების მსურველებიდან კი ის გახდება გამარჯვებული, ვინც ბაბის, სულ მცირე, 10 ლარს ჩაურიცხავს, გამარჯვებული კი შემთხვევითობის პრინპიცით გამოვლინდება:

„იქიდან გამომდინარე, რომ დიდად ფეხბურთზე არ ვგიჟდები და შემთხვევით ვიყიდე ბილეთები, გადავწყვიტე, გაგახაროთ და გავათამაშო ერთი ბილეთი. თუმცა ერთი პირობა მაქვს, ძალიან კეთილი პირობა.

ერთ სიფრიფანა და ლამაზ გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება. ბაბის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ყველაფერს ართულებს მისი პირველადი დიაგნოზი, (აუტიზმი) ბავშვს აქვს უკვე გაუსაძლისი ტკივილებისგან ფსიქიკური აშლილობა, რაც იწვევს გულყრებს, და ყველაფერს თანდართულს ართულებს სიცხე, რომელსაც ვერ ხვდებიან, რა იწვევს, არის უმართავი..

ბაბი სასწრაფოდ გადასაყვანია თურქეთში, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც ამ ეტაპზე ოჯახი ფიზიკურად ვერ გასწვდება.

ვისაც სურვილი გაქვთ, რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ, ამ გოგონას ჩაურიცხეთ თანხა, მინიმუმ 10 ლარი (ბილეთი 10 ლარიანია) და გამომიგზავნეთ ან ატვირთეთ კომენტარებში ჩარიცხვის სქრინი. 26-ში, დილით, 11 საათზე შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევ ერთ-ერთ თქვნგანს და გადავცემ ბილეთს. თუ საჭირო იქნება, შესასვლელთანაც მოგყვებით.

#GE89BG0000000155154200

#GE44TB7261345064300054

მიმღები : ნათია ჩხაპელია“, – წერს ციცი კოშაძე სოციალურ ქსელში.

მოგესალმებით მეგობრებო!♥️ იქიდან გამომდინარე, რომ დიდად ფეხბურთზე არ ვგიჟდები და შემთხვევით ვიყიდე ბილეთები ,…

Posted by Cici Koshadze on კვირა, 24 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g