ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” აჩი ფურცელაძე და გიორგი კობაიძე ესტუმრნენ სიმღერის პრემიერით „მე ხომ სიყვარულის მწამს“.
როგორ დაიწყო 2020 წელი?
გიორგი კობაიძე:
ეს წელი ჩემთვის დაიწყო ძალიან კარგად, ვარ შემართებით და ვფიქრობ, რომ ესე გაგრძელდება. დავიწყე ახალი სიმღერა, ახალი ცხოვრება და კარიერული თვალსაზრისითაც ყველაფერი კარგადაა. მინდა მოგილოცოთ ყველას შობა-ახალი წელი და გისურვოთ, რომ ეს წელი ყველასათვის ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი.
აჩი როგორი განწყობაა, როდესაც ჩამოხვედი და შენს მშობლიურ მიწაზე ხარ?
დიდი მადლობა თქვენ , რომ ესეთი დაფასებული ვარ. რა თქმა უნდა მიხარია ის ამბავი, რომ დავბრუნდი, თუმცა ცოტა იმედგაცრუებული ვარ. მინდა ეს წელი იყოს ძალიან კარგი, მაქვს ბევრი იდეა, მალე მექნება მეორე ახალი სიმღერაც და ასევე მაქვს ბევრი ახალი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ მე ისევ დავბრუნდები იმ ტალღაზე, რომელზეც ვიყავი და წლევანდელი წელი უნდა გამოვიყენო მაქსიმალურად. თქვენს მსმენელს მინდა პირველ რიგში ვუსურვო ჯანმრთელობა, სტაბილურობა და ჰარმონია, მინდა გვიხაროდეს ერთმანეთის ბედნიერება, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა დღესდღეობით, ვიყოთ ლაღები და ბედნიერები ღიმილი ხომ სავიზიტო ბარათია კარგი განწყობის.
მოგვიყევი იმ სიმღერის შესახებ, რომელიც ერთობლივად ჩაწერეთ?
აჩი: ეს სიმღერა შეიქმნა ჩემს მიერ სამი წლის წინ, რომელიც ჩაიწერა ზურა მახნიაშვილთან და შესაბამისად არანჟირებაც ეკუთვნის მას, მინდა ზურას გადავუხადო უღრმესი მადლობა ამისათვის. ასევე ტექსტი ეკუთვნის უნიჭიერეს მანანა გურგენიძეს. ნათქვამია, რომ დაპირებულს სამი წელი ელოდებიან და ალბათ ამ სიმღერაზეც იგივე შემიძლია ვთქვა. მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მეგობრობა მუსიკალურად დაგვეგვირგვინებინა და გავაკეთეთ ეს დუეტი. სიმღერა პირველად გაჟღერდა ჩემს კონცერტზე “De Flore-ში, გიორგი რაზმაძის ძალიან მაგარ ლაუნჯ-რესტორანში, სადაც ყოველთვის კარგი საღამოებია. სიმღერა კი არის ერთმანეთის სიყვარულზე.
აჩი ფურცელაძე და გიორგი კობაიძე „მე ხომ სიყვარულის მწამს“
გადაცემის აუდიოჩანაწერი