LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაყრილი პირადობის მოწმობები – ლანჩხუთში ქეთევან ვაშაკიძისა და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

20170120181828123805050

გასაღების ან გამოყენების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ “ლანჩხუთი პლუსის” რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძისა და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროკურატურა მათ გუშინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა.

აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ადამიანს გამოკითხავს.

გამოძიება ასევე გამოკითხავს იმ პირებს, რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს, მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g