საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა და პლატფორმამ QuickShipper მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთობლივი შეთავაზება მოამზდეს. შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებისთვის საკურიერო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო მარტივდება.
პლატფორმა 10-მდე საკურიერო კომპანიას აერთიანებს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეადარონ მომსახურების საფასური და მიტანის დრო, ხოლო შემდეგ შეარჩიონ სასურველი კურიერი.
ამასთანავე, QuickShipper-ის Drop The Pin ფუნქციონალით მერჩანტებს შესაძლებლობა აქვთ, ადრესატების ზუსტი მისამართი სწრაფად, რამდენიმე ნაბიჯით დაადგინონ:
- ბიზნესს პლატფორმაზე შეჰყავს ერთი ან რამდენიმე ადრესატის საკონტაქტო ინფორმაცია და უგზავნის მას პერსონალიზებულ შეტყობინებას მისამართის დაზუსტების მოთხოვნით;
- ადრესატი იღებს ბმულს, რომელზეც იგი თავად შეძლებს ზუსტი მისამართის მონიშვნას;
- მისამართის დადგენის შემდეგ კი ბიზნესი ირჩევს, თუ რომელი კურიერი წაიღებს ამანათს – საკუთარი თუ ქვიქშიფერის პარტნიორი კომპანიის კურიერი.
QuickShipper-ის და საქართველოს ბანკის შეთავაზების ფარგლებში კი:
- ახალი მომხმარებლები განახორციელებენ პირველ მიტანას საკომისიოს გარეშე და ერთი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ექნებათ წვდომა QuickShipper-ის პლატფორმაზე;
- არსებული მომხმარებლები კი ერთი თვის განმავლობაში პლატფორმის საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლითაც მათი ყოველდღიური პროცესები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. QuickShipper-თან პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ბიზნესებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთ სივრცეში მიიღონ სწრაფი და მოქნილი საკურიერო მომსახურება. გვჯერა, ეს შეთავაზება მათ მნიშვნელოვნად დაუზოგავს რესურსებს და განვითარების დამატებით შესაძლებლობას მისცემს”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
(R)
