LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეცი სულ ცოტა სიყვარული – „ჯონ ლუისის” კეთილი საშობაო რეკლამა

212
john lews

ცნობილი უნივერმაგების ქსელი „ჯონ ლუისი“ საშობაოდ მორიგ ზღაპრულ სარეკლამო რგოლს ქმნის. ამჯერად ყველაფერი სიკეთისა და სიყვარულის გარშემო ტრიალებს. ცნობილი ბრენდისთვის 2020 წლის მთავარი სიმბოლო გულია, რომელიც რეკლამაში ყველა ფორმითა და ინტერპრეტაციით გვხვდება.

ბავშვები, სათამაშოები, ფერადი ბუშტები, სანათები, თოვლის გუნდები – აქ ყველაფერს გულის ფორმა აქვს. წელს რეკლამა ნახევრად მხატვრული და ნახევრად ანიმაციური გამოვიდა, თუმცა ყველა ის ბრწინვალება შეინარჩუნა, რაც „ჯონს ლუისის“ საშობაო რეკლამებს ახლავს.

რეკლამას ფონად დაყვება ცნობილი ბრიტანელი ვოკალისტის, სელესტეს მიერ შესრულებული სიმღერა ამავე სახელოდებთ Little Love.

„ჩვენ გვჯერა, რომ სამყარო უკეთესი გახდება, თუ გავცემთ ცოტა უფრო მეტ სიყვარულს. ჩვენ გვინდა გაჩვენოთ, რამდენად ღირებულია სიკეთის თითოეული პატარა გამოვლინება, რადგან ის ჯაჭვივით გადადის სხვა ადამიანებზე და დიდ ისტორიას წერს.

წელს კომპანია ვაიტროსთან ერთად ვაგროვებთ ფულს იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“ – ნათქვამია „ვაიტროსისა“ და „ჯონ ლუისის“ ერთობლივ განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g