11-13 ივლისს, ბათუმში, რიგით მე-18 ჯაზფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება.
თიბისი კონცეპტი და VISA, შავი ზღვის ჯაზფესტივალის დღეების საუკეთესო დასაწყისისთვის, გთავაზობთ ჯაზ მატარებლის კიდევ ერთ თავგადასავალს თბილისიდან ბათუმამდე.
კომფორტული მგზავრობისა და გზად ბევრი საინტერესოს აღმოჩენის მხარდამჭერი, ტრადიციულად, საქართველოს რკინიგზაა.
ჯაზ მატარებელი თბილისიდან 11 ივლისს 10:50 საათზე დაიძვრება. მატარებელში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ: კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია, ნიკალა ზუბიაშვილი. მგზავრობისას გათვალისწინებულია ლანჩბოქსი და ტკბილეულობა, გამაგრილებელი სასმელი, სახალისო აქტივობები და საჩუქრები.
ჯაზ მატარებლით მოგზაურობა უფასოა!
ჯაზ მატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
გაითვალისწინეთ:
- რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის VISA სადებეტო ბარათით, პირადი ნომრითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.
- ადგილზე აუცილებელია წარადგინოთ თქვენი პირადობის მოწმობა და ჯაზფესტივალის ბილეთი.
- 6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
თუ ჯერ არ შეგიძენიათ ჯაზფესტივალის ბილეთი, გაიგე რას გთავაზობს 11-13 ივლისს შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი. თიბისი კონცეპტის Visa-ს სადებეტო ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.
(R)