LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც, პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით: დავით ზალკალიანი

68
დავით ზალკალიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თანასპონსორობით და მხარდაჭერით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კიდევ ერთი ახალი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომელმაც განახორციელა აგრესია უკრაინის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ყველა ღონე იყოს მიმართული იმისკენ, რომ სიტუაცია შემსუბუქდეს ჰუმანიტარული მიმართულებით.

„ეს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც, პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით, ჩვენ მუდმივად ვიქნებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებაში.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაში არის დაგმობილი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, შეფასებულია ჰუმანიტარული კუთხით არსებული კრიზისული სიტუაცია და განსაზღვრულია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ გაეროს კოორდინაციით იმისთვის, რომ ომის პირობებში ადამიანებს, რომლებსაც შეექმნათ უმძიმესი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მათ დახმარება.

შეგახსენებთ, 24 მარტს, გაერო-ში 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკვე მეორედ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს.

მიღებულ რეზოლუციაში გაერო-ს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ისეთი ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ პირველი რეზოლუცია 2 მარტს მიიღო , რომლითაც რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა. მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები