გაერო-ს უშიშროების საბჭომ გუშინ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტი დაგმო.
ტერაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება უშიშროების საბჭომ მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ განხორციელებული თავდასხმა „ბარბაროსული და ამაზრზენია“.
„ტერორიზმი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ტერორიზმთან ბრძოლის აქტივიზირება უნდა მოხდეს…
„სოლიდარობას ვუცხადებთ ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში და აღვნიშნავთ, რომ საჭიროა ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ბარსელონაში, რამბლას მოედანზე, ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.