LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო: უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია

69
11

უახლესი მონაცემებით, უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია.

განახლებულ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ავრცელებს.

გაეროს ცნობითვე, თავად უკრაინის ტერიტორიაზე დევნილად იქცა კიდევ ორ მილიონამდე ადამიანი.

“უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია. ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, ორი მილიონი ადამიანი უკრაინის შიგნით გადაადგილდა.

მილიონობით ადამიანი იძულებული გახადეს, რომ საცხოვრებელი სახლები ამ უაზრო ომის გამო დაეტოვებინათ”, – აღნიშნულია ფილიპო გრანდის “ტვიტში”.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ომის გამო უკრაინა 1 მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g