გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით, ადამიანის უფლებათა საბჭოში, რუსეთის ჩეხეთით შეცვლას დაუჭირა მხარი.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკა ერთადერთი კანდიდატი იყო.
შეგახსენებთ, 7 აპრილს ასამბლეამ აშშ-ს მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაამტკიცა, რის მიხედვითაც უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერდა.