LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს – ვინ არ მისცა ხმა

642
BeFunky-collage (34)

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.

გადაწყვეტილება მიღებულია ხმათა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით და აპლოდისმენტებით – მას მხარი დაუჭირა 141 ქვეყანამ, წინააღმდეგ მისცა ხმა ხუთმა ქვეყანამ, 35-მა თავი შეიკავა.

„რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე გააჩნია ისეთი მასშტაბები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას არ უნახავს ევროპაში ათწლეულების მანძილზე“ , – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელში, ასევე, აღნიშნულია, რომ აუცილებელია სასწრაფო მოქმედებები, რათა გადაარჩინონ მომავალი თაობა ომისგან.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერიტრეამ.

გაეროს გენერალური ასამბლეა გმობს, რუსეთის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებას, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ უკრაინაში, გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის გამო, როგორებიც არის საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, ასევე მსხვერპლის გამო მშვიდობიან მოსახლეობაში, რომელთა შორის არიან ქალები, მოხუცები, შშმ პირები და ბავშვები.

ამირან სალუქვაძე: ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან მოკლე ვადებთან გვაქვს საქმე, უკრაინისთვის ყველაზე პოზიტიური სცენარითაც კი, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

ფოტოზე წითელი ნიშნით მონიშნულია ის ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g