LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

vashadze_grigol

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, ნამდვილი, რეალური სახე ქურდული ოცნების და მისი ალკაპონესი. აი, რა ვანხეთ ჩვენ 28 ოქტომბერს – დაშინება, მასშტაბური მუქარები, კრიმინალების და ნარკომანების მოლეკვა, რომ უბნების წინ მდგარიყვნენ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ამ წუთებში ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გაირკვეს მათი სამოქმედო გეგმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g