LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანმა იცოდა რამდენად არის ეს კანონპროექტი რუსული სულისკვეთების” – ნინო დოლიძე

158
ფორტუნა - 2023-03-17T225457.825

“მან იცოდა რამდენად არის ეს კანონპროექტი რუსული სულისკვეთების. ხედავს, რომ სივრცე შევიწროებულია, ხდება თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე და ეს ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას” – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა“ და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში.

ნინო დოლიძე, რომელიც დღეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ამბობს, რომ დისკუსია შეეხებოდა გასული კვირის მოვლენებს, ასევე საუბარი იყო 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე, ევროინტეგრაციაზე და ზოგადად, გეოპოლიტიკურ აღქმაზე.

“არა ერთხელ ახსენა, რომ რუსული გავლენებისგან უნდა დავიცვათ საქართველო. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილშიც, თუ რამდენად პრობლემურია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას თავდასხმების ქვეშ უწევს მუშაობა” – განაცხადა ნინო დოლიძემ გადაცემაში “დღის თემა”.

ჩვენ ვნახეთ ეს კანონი და მოხარული ვარ, რომ ის აღარ პროგრესირებს. როგორც მე განვიხილე მინისტრებთან, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მედიის თავისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლება აქტიური იყოს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები