LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებები ცნობილია

117

გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებები ცნობილია. მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის განცხადებით, ახალი სახელწოდებები საბოლოოდ საპარლამენტო განხილვებისას ჩამოყალიბდება.

„სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროსთან და სახელწოდება იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი. დევნილთა სამინისტრო ერთიანდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში და სახელწოდება იქნება – ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო და შესაბამისად, სახელწოდება იქნება – განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო. სახელწოდებებთან დაკავშირებით განხილვები იქნება პარლამენტში და არ არის გამორიცხული, ახალი სახელწოდება ჩამოყალიბდეს,“ – განაცხადა ნათია მიქელაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტს მთავრობის სტუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მასში 150-მდე კანონი არის გაერთიანებული.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება და ორშაბათიდან დაიწყება მასზე მუშაობა. ნათია მიქელაძის თქმით, დამატებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g