LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფიცული რკინიგზელები შიმშილობას აგრძელებენ

109

რკინიგზის დეპარტამენტთან გაფიცული რკინიგზელები, წუხანდელი ინციდენტის მიუხედავად, შიმშილობას აგრძელებენ.

როგორც „ფორტუნას“ რკინიგზის ახალი პროფკავშირების  ხელმძღვანელმა, ვიტალი გიორგაძემ, განუცხადა, ამ დროისთვის შიმშილობას 14-მდე ადამიანი აგრძელებს.

შიმშილობა გრძელდება, ველოდებით, როდის გაათავისუფლებენ გუშინ დაკავებულ ჩვენს კოლეგებს. შემდეგ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ,“ – აღნიშნა ვიტალი გიორგაძემ.

რკინიგზელებმა შიმშილობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2 ადამიანს სამსახურებრივი მივლინების მოტივით სამუშაო ადგილი შეუცვალეს. გაფიცული რკინიგზელების მთავარი მოთხოვნაა სწორედ ამ 2 ადამიანის დაუყოვნებლივ ძველ სამუშაოზე დაბრუნება და ასევე ითხოვენ, თანამდებობა დატოვოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ვასილ ხორავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g