გაგარინის ქუჩაზე გზის საფარის დაგება მიმდინარეობს, რის გამოც ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის დასაშვები, ჟვანიას მოედნიდან მარშალ გელოვანის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, „ვეფხვი და მოყმეს“ ძეგლიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია.
შეზღუდვის გამო მიმდებარე ქუჩებზე საცობებია.