რუსეთის მიერ ოუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში ხანძარს ჯერ კიდევ ებრძვიან. ძლიერი ქარი ცეცხლს აღვივებს, რის გამოც ბოლო რამდენიმე საათია, ხანძრის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა. ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს. გარდა ამისა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ადგილობრივების მიერ გავრცელებული ვიდეო კადრები, რომელშიც არსებული მდგომარეობაა აღწერილი.
ადგილობრივი ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბზე საუბარი ნაადრევია.
ამჟამად ხანძარია გაგრაში, კერძოდ მამზიშხას მთაზე, ყველა დანარჩენ ადგილზე კი ჩამქრალია.
გაგრაში 7 იანვარს, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. მანამდე ხანძარი იყო გალის რაიონში. სადაც მოსახლეობას გაუნადგურდა თხილნარები და დამხმარე ნაგებობები, დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.