LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიანე კარაპეტიანი სიყვარულის შესახებ, რომელმაც ავად გახადა: „მის სიყვარულს 10 წელი გულით ვატარებდი, მაგრამ ეს ვერ დაინახა, ვერ დააფასა. მე აქ ველოდებოდი და მან ამერიკაში ცოლიც შეირთო, შვილიც შეეძინა…“

275
გაიანე კარაპეტიანი

მზარეული გაიანე კარაპეტიანი თავისი ტრაგიკული სიყვარულის ამბავს ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს:

„ქმართან გაშორების შემდეგ 8 წელი იყო გასული, როცა შევხვდი პიროვნებას, რომელიც ჩემი ცხოვრების სიყვარული გახდა. ის იყო თბილისელი სომეხი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა. ჩემი მეგობრისა და თანამშრომლის ძმა იყო. მასაც დანახვისთანავე მოვეწონე. ის ხან ამერიკაში იყო, ხან თბილისში ჩამოდიოდა. ძალიან ვუყვარდი ამ ადამიანს, ცოლადაც ვუნდოდი, მაგრამ განათხოვარი რომ ვიყავი და ორი შვილი მყავდა, მისმა ოჯახმა არ მიმიღო. ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არ იყვნენ, მაგრამ ის არ უნდოდათ, რომ ცოლად მოვეყვანე. მე კი მინდოდა სუფთა, წესიერი ოჯახი და არა – დროებითი ურთიერთობა. ამერიკაში სანამ წავიდოდა, მკითხა, თუ დამელოდებიო. ვუთხარი, კი-მეთქი, 10 წელი ველოდებოდი, მის სიყვარულს 10 წელი გულით ვატარებდი, მაგრამ ეს ვერ დაინახა, ვერ დააფასა. მე აქ ველოდებოდი და მან ამერიკაში ცოლიც შეირთო, შვილიც შეეძინა, მერე გაშორდა და კიდევ, ღმერთმა იცის, რას აკეთებდა. მერე მეორე ცოლიც შეირთო და მისგანაც შეეძინა შვილი. ასე გავხდი ავად ჩემი სიყვარულით…

ავადმყოფობა როგორ დაამარცხეთ?

მკერდის – არა, მაგრამ საშვილოსნოს ოპერაცია გამიკეთეს, ავადმყოფობა დავამარცხე. მერე ჩემს თავს შემოვუძახე, მყავდა შვილები, შვილიშვილები და ფეხზე უნდა დავმდგარიყავი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g