LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით 38 წლის მარიამ არაბული, რომელსაც 11 შვილი ჰყავს: „გადავწყვიტე მრავალშვილიანი დედა გავმხდარიყავი… ღამე ბავშვს მეუღლე აჭმევს, მეხმარება და სტიმულს მაძლევს“

1561
მარიამ არაბული

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ საკუთარ მაყურებელს 11 შვილის დედას, 38 წლის მარიამ არაბულს აცნობს.

მარიამ არაბულს მე-11 შვილი, გიორგი, რამდენიმე დღის წინ შეეძინა. როგორც მრავალშვილიანი დედა აღნიშნავს, მას შვილების აღზრდაში მეუღლე ძალიან ეხმარება და სტიმულს აძლევს.

„მიკვირს ხოლმე – 11 შვილი… ხანდახან საკუთარი თავისთვის შეკითხვა დამისვამს: მართლა ამდენი მყავს? პირველი შვილი 16 წლის მყავს, დანარჩენებს შორის ასაკობრივი სხვაობა 1 წელი, 1 წელი და თვეებია.

გიორგი ერთი კვირის არის, ძალიან წყნარი ბავშვია. პირველი შვილი რომ გვეყოლა, იმ დროს ცოტა ჭირდა, არც მიფიქრია, რომ მეორე და მესამე შვილი მყოლოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ გადავწყვიტე მრავალშვილიანი დედა გავმხდარიყავი…

მეუღლე მეხმარება და სტიმულს მაძლევს. ღამე ბავშვი რომ იღვიძებს, ჩემი მეუღლე აჭმევს, მზრუნველია.

დილა პოზიტიური განწყობით უნდა დაიწყო და ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს მარიამ არაბული.

ამასთან, შვილების აღზრდის პარალელურად მარიამი ხელნაკეთ ნივთებს ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g