დაცული ტერიტორიების სააგენტო საზოგადოებას ამჯერად ბუდეების გაცხარებული მშენებლობით გართულ იშხვარს, იგივე შავ ყარყატს აცნობს.
სააგენტოს ინფორმაციით, ეს ფრინველი პირველად, არწივის ხეობაში, 2005 წელს გამოჩნდა. ბოლო 5 წელია მათი ბუდეების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება და დღეს, მინიმუმ 3-ს მაინც იპოვით
„იშხვრებს ახლა გამრავლების პერიოდი აქვთ, კვერცხებზე სხედან და მალე მართვეებს დაგვიტოვებენ“, – ამბობენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
მათივე ცნობით, ფოტო გადაღებულია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, თეიმურაზ პოპიაშვილის მიერ.