გამარჯობა. სანამ ჩემზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდე, მინდა გითხრათ, რომ გახლავართ ტოიოტას მონაგარი. ჩემი, ლექსუსის იდეა თავიდანვე მორგებული იყო შტატების და ევროპის ბაზრებისთვის. მე დიდებული ბრენდი ვარ და ჩემი ღირებულება ჩემს ხარისხს აღნიშნავს. ჩემმა მწარმოებელმაც აქედან გამომდინარე შემირჩია სახელი – ლექსუსი, ანუ ლუქსი.
აქედან მოდის გამონათქვამი “ლუქსის კლასის ავტომანქანა” , ამაში გასაკვირი არაფერია რადგან ლექსუსის ფირმის მიზანი სწორედაც რომ პრესტიჟული, ძვირადღირებული, დახვეწილი დიზაინის მანქანების წარმოება გახლდათ. ვერავინ იტყვის რომ თავად იდეა ახალი ან ორიგინალური იყო.
კომპანიის შექმნის, უფრო სწორედ, მისი კონცეფციის ჩასახვის მომენტში ხომ ავტომანქანების ბაზრის ეს სეგმენტი უკვე კარგად ჰქონდათ ათვისებული ისეთი მარკის ავტომობილებს როგორიცაა: BMW, Mercedes-Benz, თუმცა იაპონელები ამას არ შეუშინებია, 1983 წლის აგვისტოში Toyota-ს ფირმის მმართველი საბჭოს შეკრებაზე მისმა წარმომადგენელმა, ჰეიჯი ტოიოდამ მსგავსი იდეა წამოაყენა: “გამოეწვიათ მსოფლიოს საუკეთესო ავტომანქანები”.
იმ მომენტისათვის ტოიოტა -ს ფირმის ავტომანქანები უკვე საკმაოდ ცნობილი იყო მსოფლიოში, როგორც საიმედო, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. 1986 წელს LS400-ს უამრავი გამოცდის ჩაბარება მოუხდა – გერმანული ავტობანები, კანადის და შვეციის თოვლი, მთები და უსწორმასწორო გზები – ეს იმ დაბრკოლებების მხოლოდ ნაწილია, რომელიც მის საცდელ ტესტში შედიოდა. ამ ტესტის შედეგი მანქანის მართვის სისტემის გაუმჯობესება გახლდათ. 1987 წლის მაისში, 8 ვარიანტის განხილვის შემდეგ, როგორც იქნა დამტკიცებულ იქნა LS400-ს საბარგულის დიზაინის საბოლოო ვარიანტი. 1988 წლის 2 იანვარს, LEXUS-ის მარკა და ლოგოტიპი ფართო მასების წინაშე ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარსდგა. ამის შემდეგ კი იგი დღეს დღეისობით ბაზრის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილში შედის და დიდ პოპულარობასაც იხვეჭს.

