LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც მსოფლიოს ნაძვის ხის სათამაშოები შეუქმნა

1452
Capture

ის, რომ დღეს ნაძვის ხის მინის სათამაშოებით მორთვის ტრადიცია მთელს მსოფლიოს აერთიანებს, ქართველი ბიზნესმენის დამსახურებაა. გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი იყო ის, ვინც 1945 წელს ნაძვის ხის მინის სათამაშოები აშშ-ში შექმნა და დღეს მსოფლიო ნაძვის ხეები სწორედ ქართველი გამომგონებლის დამსახურებით ირთვება.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი 1883 წ. ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაიბადა. აშშ-ში წასვლამდე ის ძმასთან ერთად ბორჯომში, მინის ქარხანაში მუშაობდა. ის ამ პერიოდში დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და პროდუქციის გაზრდის მეთოდი შეიმუშავა. კობახიძე შემდეგ ჯერ თბილისის, 1902 წელს კი ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. 1903 წლიდან მუშაობდა კრასნოდარის გუბერნიაში, დონბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში.

1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპციალისტების დახმარებით შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო გახსნა, თუმცა 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა და მინის ქარხანაში უბრალო მუშად მოეწყო. მომდევნო წელს კი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. ცხრა წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა „ჯენერალ ელექტრიკის” ფირმაში და უკვე ამ დროს შექმნა განსხვავებული ავტომატური კალამი, რომელმაც რამდენიმე პატენტი მიიღო.

1919 წელს კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან ახლოს, დიდი ქარხანა გახსნა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Coby Glass Products Company-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და ა.შ.), სახელი გაითქვა აშშ-ში. სხვადასხვა მონაცემით, მისი კომპანიის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წელს 15 მილიონ დოლარს აღწევდა.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობიმ სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Babel Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა “კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”.

გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. ის 84 წლის ასაკში, 1967 წელს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g