LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით შევროლე კამარო ჰენესი – უძლიერესი მონსტრი

293

კომპანია „ჰენესიმ“ „შევროლე კამარო Z28“ გაამარიაჟა და ერთ-ერთ უძლიერეს მონსტრად აქცია. ავტომობილი სამ ვერსიადაა წარმოდგენილი, ყველაზე ძლიერ მოდელს კი HPE1000 ქვია, რაც პირდაპირ მიანიშნებს მონსტრის სიმძლავრეზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი უახლესთა სიაში არ შედის, ყველაზე მძლავრი შევროლეა ისტორიაში, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

 

2014 წელს გამოშვებული მოდელი, 7 ლიტრიანი, V8 ძრავით იქნა აღჭურვილი, რომელსაც 500 ცხენის ძალა ქონდა, 2015 წლის მოდელი კი ოდნავ მძლავრი, 505 ცხენის ძალიანი ძრავით იქნა წარმოდგენილი. ჰენესის გამარიაჟების შემდეგ, შევროლე კამარო Z28 1000 ცხენისძალიან მონსტრად იქცა, რომელიც 100კმ/სთ-ს 3,1 წამში ანვითარებს.

 

 

შთამბეჭდავი „შევროლე კამარო ჰენესი“ პირველივე შეხებიდან დაუვიწყარ შეგრძნებებს იწვევს მძღოლთა შორის. „ჰენესი პერფორმანსის“ გამარიაჟების შემდეგ კი, მოდელი „შევროლეს“ ისტორიაში, ყველაზე მძლავრი ავტომობილის სახელით აღიბეჭდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები